სიახლეები

  • 20 აპრილი, 2011 გადახდა Visa/Mastercard ელექტრონული ბარათი-ს მეშვეობით


    "სერვ.ჯი" მუდმივად ზრუნავს   აბონენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე და  გაცნობებთ, რომ "სერვ.ჯი"–ს  სერვისებით სარგებლობის საფასურის გადახდის გამარტივების და კომფორტულობის მიზნით კომპანია  კიდევ ერთ სიახლეს გთავაზობთ. დღეიდან შესაძლებელი ხდება მომსახურების ღირებულების გადახდა Visa/Mastercard ელექტრონული ბარათი-ს მეშვეობით.  გადახდის ბმული მითითებული იქნება ინვოისში.

  • 9 აპრილი, 2011


     

     

     გადახდის გამარტივების და კომფორტულობის მიზნით დღეიდან შესაძლებელია მომსახურეობის ღირებულების გადახდა ინტერნეტბანკინგის კომუნალური გადასახადების მოდულის მეშვეობით.

     ველში "კომპანიის დასახელება" მიუთითეთ "სერვ.ჯი", ხოლო იდენტიფიკატორად გამოიყენეთ თქვენთვის ბილინგის სისტემის მიერ დაგენერირებული ინვოისის ნომერი, რომელიც უნიკალურია და ყოველ ჯერზე გადახდამდე ხუთი დღით ადრე გეგზავნებათ საკონტაქტო მეილზე.
       
    გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი კომაპნიის სერვისებით, ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან თანამშრომლობა.

  • 30 დეკემბერი, 2010 განცხადება

    ძვირფასო მომხმარებლებო!

    გაცნობებთ, რომ კომპანია Serv.ge -მ შეიცვალა იურიდიული და ფაქტიური მისამართი, ასევე საბანკო ანგარიში.

    ჩვენი ახალი იურიდიული/ფაქტიური მისამართია:
    ქ. თბილისი, ი აბაშიძის 42, ბ 26

    საბანკო რეკვიზიტებია:
    თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალი
    ბანკის კოდი TBCBGE22
    ა/ა GE49TB7651036020100001 

    გთხოვთ აღნიშნული გაითვალისწინოთ კომპანიასთან ანგარიშწორებისა და დოკუმენტაციის წარმოებისას.

  • 3 აპრილი, 2010 Pix.Ge - სურათების უფასო ჰოსტინგი

    სერვ.ჯი გთავაზობთ ახალ პროექტს - სურათების უფასო ჰოსტინგს. იხილეთ დაწვრილებით

    სერვ.ჯი გთავაზობთ ახალ პროექტს - სურათების უფასო ჰოსტინგს http://pix.ge, რომელიც გამოიყენება თქვენი სურათების ინტერნეტში მაქსიმალურად სწრაფად და კომფორტულად განთავსებითვის.
    საქართველოში მსგავსი სერვისი, ანალოგიური მასშტაბებით, ჯერ არ განხორციელებულა. მიმდინარე მომენტისათვის სერვისის საიმედოობას უზრუნველყოფს 7 ცალი HP Proliant DL380 G5 სერვერი, თითოეული მათგანი 16 GB მეხსიერებით და 2 quad core x 2.5 GHz პროცესორებით, ხოლო საერთო დისკური სივრცე შეადგენს 28 TB, რაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გაიზრდება.
     

    ვიმედოვნებთ, სერვისით სარგებლობა თქვენთვის მოხერხებული და კომფორტული იქნება.

  • 26 თებერვალი, 2010 ხარისხის კონტროლის განყოფილება

    სერვისის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ხარისხის კონტროლის განყოფილება. იხილეთ დაწვრილებით

             26 თებერვლიდან ფუნქციონირებს ხარისხის კონტროლის განყოფილება, რომლის თანამშრომლებთან დაკავშირებაც შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტის მისამართზე quality*serv.ge
             თუ თქვენ უკმაყოფილო დარჩებით ჩვენს მიერ მოწოდებული სერვისით, ან სერვ.ჯის თანამშრომლებთან ურთიერთობით, გთხოვთ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ ამის შესახებ.
             ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ წინსვლასა და სერვისის კიდევ უფრო დახვეწაზე.

             გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი სერვისებით.

  • 17 იანვარი, 2010 გადახდების ავტომატიზირება

    პირველად საქართველოში, შემუშავებული და დანერგილი იქნა TBCPAY, OSMP, eMoney -ის გადახდების ავტომატიზირებული სისტემა.

              დღეიდან, ჰოსტინგის ან Serv.Ge-ს ნებისმიერი სერვისის შეძენა და გააქტიურება მოხდება ავტომატურ რეჟიმში, მომენტალურად თანხის გადახდის შემდეგ. მომხმარებელი აღარ ელოდება სერვისის ხელით გააქტიურებას ადმინისტრატორების მიერ. თანხის გადახდისთანავე სერვისი აქტიურდება და მომხმარებელს შეკვეთის დროს მითითებულ მეილზე ეგზავნება შესაბამისი ინფორმაცია და პარამეტრები

     

  • 17 იანვარი, 2010 OSMP - ანგარიშსწორების კიდევ ერთი საშუალება

    დაემატა ანგარიშსწორების საშუალება OSMP-ს ტერმინალებიდან.

    დაემატა ანგარიშსწორების საშუალება OSMP -ს ტერმინალებიდან. ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, გადახდა აწარმოონ საქართველოში ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გავრცელებული ავტომატური გადახდების ტერმინალებიდან.

     

  • 19 ოქტომბერი, 2009 ახალი ვებსაიტი

    კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Serv.Ge-ს ახალ ვებსაიტზე, რომელიც ომედია სტუდიაში დამზადდა. ვიმედოვნებთ, რომ საიტით სარგებლობა ახლა უფრო მოხერხებული და სასიამოვნო იქნება.

  • 18 ოქტომბერი, 2009 Serv.Ge-ს ჰოსტინგი - ახლა უკვე Cpanel-თან ერთად

    დღეიდან ჩვენი სერვისის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ჰოსტინგის კიდევ ერთი სამართავი პანელი Cpanel. ამ ლიცენზირებულ სისტემას სპეციალურად Serv.Ge-ს მოთხოვნების მიხედვით დაემატა კონკრეტული ფუნქციონალი, რომელიც კიდევ უფრო კომფორტულს და მარტივად მოსახმარს ხდის მას.

  • 17 ივლისი, 2009 ანგარიშსწორების ახალი გზა Serv.Ge-ზე

    დაემატა ანგარიშსწორების კიდევ ერთი გზა - TBCPAY-ის საშუალებით (www.tbcpay.ge). TBCPAY-ს ტერმინალები განთავსებულია როგორც TBC ბანკის ყველა ფილიალში, ასევე, ძალიან ბევრ ადგილას მთელ საქართველოში. უახლოეს მომავალში ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდება.

    ამჟამად შესაძლებელია ანგარიშსწორება 3 სხვადასხვა გზით:

    1. საბანკო გადარიცხვა
    2. Emoney
    3. TBCPAY
  • 10 ივლისი, 2009 ვირტუალური პირადი სერვერები

    დღეიდან, პირველად საქართველოში, შეგიძლიათ ისარგებლოთ VPS სერვისით.