FAQ

საერთო კითხვები

რამდენი ხანია რაც არსებობს კომპანია Serv.Ge?

Serv.ge დაარსდა 2008 წელს. მიუხედავად არცთუ ისე დიდი დროისა, ჩვენ უკვე შევძელით მოგვეპოვებინა პოპულარობა საქართველოში ვებ-ჰოსტინგის ბაზარზე, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს შორის. Serv.ge -ს თანამშრომლებს გააჩნიათ დიდი გამოცდილება ვებ-ჰოსტინგის სფეროში. ჩვენ ვაწვდით ჩვენს კლიენტებს უმაღლესი ხარისხის სერვისს და ვიცავთ ბიზნესის აღიარებულ სტანდარტებს. თქვენ შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებულები, რომ ნებისმიერი თქვენი თხოვნა, კითხვა ან წინადადება განხილული და დაკმაყოფილებული იქნება უმოკლეს დროში.

რატომ უნდა ავირჩიო Serv.Ge ?

მსოფლიოში აღიარებული მწარმოებლების (HP, IBM, Cisco, EMC) უახლესი აპარატურა, დაცული ცნობილი ფაირვოლებით (CheckPoint და Cisco ASA Firewall), ქართულ და უცხოურ პროვაიდერებამდე რამდენიმე ერთმანეთის მარეზერვირებელი არხი, 99.5% აფთაიმი, უმაღლესი დონის ტექნიკური მხარდაჭერა, პროფესიონალთა გუნდი, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე - საერთო ჯამში ეს ყველაფერი იძლევა სტაბილურობის, გამართულად მუშაობის და მდგრადობის გარანტიას.

ამასთანავე:

- ჩვენ გვაქვს ჰოსტინგ პაკეტების დიდი არჩევანი - დაწყებული ყველაზე უბრალოთი, დამთავრებული სერვერების გაქირავებით;
- ჩვენ გვაქვს საკუთარი შეერთებები სხვა პროვაიდერებამდე, 1gb/ps - 10gb/ps სიჩქარის ფარგლებში;
- ჩვენ უფასოდ დაგეხმარებით თქვენი საიტების გადმოტანაში სხვა ჰოსტინგ პროვაიდერების სერვერებიდან;
- ჩვენ ვახდენთ სერვერების 24 საათიან მონიტორინგს, ავტომატურ რეჟიმში;


ჩვენი კლიენტების დაახლოებით 83% უწევს რეკომენდაციას Serv.ge -ს თავის მეგობრებთან და ბიზნეს-პარტნიორებთან, რაც იმის დამამტკიცებელი საბუთია, რომ კლიენტებს მართლაც მაღალხარისხიან სერვისს ვაწოდებთ. შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი მომხმარებლების გამოხმაურებები

რა საშუალებ(ებ)ით შემიძლია გადავიხადო ჰოსტინგის საფასური?

1) საბანკო გადარიცხვა
შეგიძლიათ მიბრძანდეთ ნებისმიერ ბანკში და გადარიცხოთ ჰოსტინგის საფასური შემდეგი მონაცემებით:

გადახდის დროს, დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ ბილინგის სისტემის მიერ თქვენთვის გამოგზავნილი ინვოისის ნომერი.

შპს „სერვ.ჯი“
საიდენტიფიკაციო კოდი 205277369
ს.ს. „საქართველოს ბანკი“, ცენტრალური ფილიალი
ბანკის კოდი 220101502
ანგარიშის ნომერი 332210700



2) Emoney-ს საშუალებით
იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს მიერ გადახდის საშუალებად არჩეულ იქნა Emoney, შეკვეთის დროს მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებთ შეტყობინებას, თანდართული უნიკალური ბმულით. გთხოვთ გაეცნოთ და მიჰყვეთ გადახდის ინსტრუქციას. დაწვრილებით eMoney სისტემით ფულის გადახდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ

3) TBCPAY
შეგიძლიათ ანგარიშსწორება მოახდინოთ ქალაქში მრავალ ადგილას განთავსებული TBCPAY-ის ტერმინალებიდან. ინტერნეტის და პროვაიდერების განყოფილებაში დაინახავთ ჩვენს ლოგოს წარწერით Serv.Ge დააჭირეთ და მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციას.  


4) OSMP
შეძენილი სერვისის საფასურის გადახდა შეგიძლიათ საქართველოში დღეს ყველაზე მეტად გავრცელებული OSMP-ს ავტომატური ტერმინალებიდან. ინტერნეტის და პროვაიდერების განყოფილებაში დაინახავთ ჩვენს ლოგოს წარწერით Serv.Ge დააჭირეთ და მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციას.

 არის თუ არა რაიმე დამატებითი გადასახადი, გარდა ჰოსტინგის პაკეტის ღირებულებისა?

არა, არანაირი დამატებითი გადასახადი არ არსებობს. იხდით მხოლოდ ჰოსტინგის იმ პაკეტის ღირებულებას, რომელსაც აირჩევთ.

რამდენი საიტის განთავსება შემიძლია ჩემს ჰოსტინგ პაკეტზე ?

თითოეულ ჰოსტინგ პაკეტზე შესაძლებელია 1 აქტიური საიტის განთავსება

დომენის ალიასები და საბდომენები ყველა პაკეტზე შეუზღუდავი რაოდენობითაა.

გარდა ამისა, თუ სერვ.ჯის ადმინისტრაცია ჩათვლის რომ საინტერესო პროექტია და ხელს უწყობს საქართველოში ინტერნეტის განვითარებას, გამონაკლისის სახით ნებისმიერ პაკეტზე შესაძლებელია ლიმიტის ზემოთ საიტების განთავსება.

აუცილებელია წინასწარ გადავიხადო 1 წლის გადასახადი, თუ შესაძლებელია ყოველთვიური გადახდა?

რა თქმა უნდა, შესაძლებელია ყოველთვიური გადახდა.

შემახსენებთ წინასწარ, როდის მიწევს გადახდა?

დიახ, სისტემა გამოგიგზავნით წერილს ელექტრონული ფოსტის იმ მისამართზე, რომელიც თქვენ მიუთითეთ ჰოსტინგის შეკვეთის დროს. პირველი შეხსენება გამოგეგზავნებათ გადახდის დრომდე 5 დღით ადრე, ხოლო მეორე შეხსენება - 3 დღით ადრე.

გაითიშება თუ არა ჩემი ჰოსტინგი, თუ დაგვიანდა გადახდა?

დიახ, იმ შემთხვევაში, თუ გადახდა დაგვიანდა, თქვენი საიტი გაითიშება. მომსახურების ღირებულების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში ბილინგის სისტემა ავტომატურ რეჟიმში ზღუდავს მომსახურების მიწოდებას. გადახდის ვადის გასვლის შემდგომ „შემსრულებელი“ ინახავს მის კუთვნილ სერვერზე დამკვეთისარსებულ ფაილებს (ელფოსტას, ვებ გვერდის ბაზას და ა..) 30 კალენდარული დღე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ „შემსრულებელი“ უფლებამოსილია წაშალოს სერვერიდან დამკვეთისყველა მონაცემი გაუფრთხილებლად.

შემიძლია თუ არა, შევცვალო უკვე არჩეული ჰოსტინგის პაკეტი?

დიახ, შეგიძლიათ. ამისათვის საჭიროა გააგზავნოთ წერილი მისამართზე sales@serv.ge და მიუთითოთ რომელი პაკეტიდან რომელ პაკეტზე გსურთ გადასვლა. ასევე აუცილებელია გვაცნობოთ თქვენი დომენი. იმ შემთხვევაში, თუ ჰოსტინგის ვადა ჯერ არ გასულა და ცვლით პაკეტს, თქვენს ანგარიშზე არსებული თანხა გამოაკლდება ახალი პაკეტის საფასურს. ამის გათვალისწინებით, სისტემა ავტომატურად გამოგიგზავნით წერილს ახალი პაკეტის ღირებულების შესახებ.

შემიძლია თუ არა შევცვალო საგადასახადო პერიოდები ჩემი საიტის ჰოსტინგისათვის?

დიახ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ყოველთვიური გადახდიდან გადახვიდეთ წლიურ გადახდაზე, ან პირიქით.

შემიძლია დავდო თქვენთან ხელშეკრულება და მივიღო ინვოისი?

დიახ. ჩვენ შეგვიძლია დავდოთ თქვენთან ხელშეკრულება და მოგაწოდოთ ინვოისი.

ვსარგებლობდი სხვა ჰოსტინგ პროვაიდერის მომსახურებით და მინდა ჩემი საიტ(ებ)ი გადმოვიტანო Serv.Ge-ს სერვერებზე. როგორ უნდა მოვიქცე ?

უბრალოდ, უნდა შეავსოთ შეკვეთის ფორმა ჩვენს საიტზე და მოახდინოთ ანგარიშსწორება. ამის შემდეგ დაუკავშირდით ჩვენს ტექნიკურ სამსახურს support@serv.ge მისამართზე და უთხარით, რომ გჭირდებათ დახმარება საიტის გადმოტანაში.  ჩვენ მომხმარებლებს უფასოდ ვეხმარებით  საიტ(ებ)ის მაქსიმალურად სწრაფად და ადვილად გადმოტანაში Serv.Ge-ს სერვერებზე.

ტექნიკური კითხვები, ტერმინოლოგია

რა სერვერები ემსახურება ჰოსტინგს ?

საერთო ჰოსტინგს (Shared Hosting) ემსახურებიან შემდეგი სერვერები:

9 ცალი
HP Proliant DL380 G5
2 quad core x 2.5 GHz
24 GB RAM
Dual Gigabit Ethernet Ports
Dual Power Supply

3 ცალი
IBM System x3650 M2
2 quad core x5500 Series x 2.9 Ghz
24 GB RAM
Dual Gigabit Ethernet Ports
Dual Power Supply

სად არის განთავსებული Serv.Ge-ს სერვერები ?

ჩვენი სერვერები განთავსებულია საქართველოში (თბილისში) მდებარე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებულ დატაცენტრში, რომელიც აღჭურვილია 24 საათიანი ვიდეო მეთვალყურეობის, სახანძრო უსაფრთხოების და უწყვეტი კვების სისტემებით.

რა სიჩქარე მექნება Serv.Ge -ს სერვერებამდე ?

Serv.Ge-ს გააჩნია უმეტესობა ქართველ პროვაიდერებამდე 1 GB (ერთი გიგაბიტი) შეერთება, ხოლო ზოგიერთამდე 10 GB (ათი გიგაბიტი).
იმისათვის, რომ თავად შეამოწმოთ ჩვენი სერვერებიდან გადაწერის სიჩქარე, გთავაზობთ გადაწეროთ ეს ფაილი და ნახოთ, რამდენად სწრაფად გადაწერთ. ფაილის ზომა არის 691 MB. ამასთანავე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადაწერის სიჩქარე პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თქვენ თავად რა სიჩქარე გაქვთ შეძენილი თქვენივე ინტერნეტ პროვაიდერისგან.

რომელ კონტროლ პანელს იყენებთ სერვერებზე?

Serv.ge -ს სერვერებზე გამოყენებულია ლიცენზირებული Direvt Admin. 

გვინდა ახალი დომენის რეგისტრაცია (ან უკვე არსებულის თქვენთან გადმოტანა). DNS -ში რა  მივუთითოთ?

ახალი დომენის რეგისტრაციის, ან უკვე არსებულის ჩვენთან გადმოტანის შემთხვევაში, უნდა მიუთითოთ შემდეგი NS სერვერები:
ns1.serv.ge
ns2.serv.ge

შემიძლია ვებმეილის გამოყენება?

დიახ. ნებისმიერი დომენისათვის, რომელიც იჰოსტება Serv.ge -ს სერვერებზე, ვებმეილის მისამართი იქნება http://webmail.domain
მაგალითისთვის, თუ თქვენი დომენია satesto.ge თქვენი ვებმეილის მისამართი იქნება http://webmail.satesto.ge

ჰოსტინგი შევიძინე. ახლა რა უნდა ვქნა, რომ ჩემი საიტი მუშაობდეს ?

თანხის გადახდის შემდეგ, შეკვეთის დროს თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, სისტემა ავტომატურად გიგზავნით საჭირო ინფორმაციას (მომხმარებლის სახელი, პაროლი, სერვერის მისამართი და ა.შ.). ახლა FTP-ს საშუალებით უნდა დაუკავშირდეთ სერვერს და public_html დირექტორიაში ატვირთოთ თქვენი საიტის ფაილები.
იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ FTP კლიენტი, მისი გადმოწერა შეგიძლიათ აქედან

როგორ შევქმნა ელექტრონული ფოსტის მისამართი ?

ელექტრონული ფოსტის მისამართის შესაქმნელად, უნდა შეხვიდეთ კონტროლ პანელში (მომხმარებლის სახელი და პაროლი სისტემის მიერ ავტომატურად გამოგეგზავნათ შეკვეთის დროს თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მაშინვე, როგორც კი გადაიხადეთ ჰოსტინგის საფასური) და ისარგებლოთ ფუნქციით Email Accounts. უნდა მიუთითოთ სასურველი მისამართი, პაროლი და საფოსტო ყუთის მოცულობა. ამის შემდეგ აჭერთ ღილაკს Create Account და ელექტრონული ფოსტის მისამართი შეიქმნება.

რა არის ჩემი POP3 და SMTP მისამართი ? როგორ დავაკონფიგურირო ჩემი საფოსტო კლიენტი ?

მაგალითისთვის ჩავთვალოთ, რომ თქვენი დომენი არის satesto.ge
ასეთ შემთხვევაში, თქვენი POP3 და SMTP მისამართი გახლავთ mail.satesto.ge
საფოსტო კლიენტის კონფიგურაციისათვის იხილეთ მაგალითი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს შემთხვევაში, უნდა მიუთითოთ თქვენი დომენი და არა satesto.ge



გამოსულ ფანჯარაში, უნდა გადახვიდეთ Outgoing Server გვერდზე და ჩართოთ ისე, როგორც ქვემოთ მოყვანილ სურათზეა ნაჩვენები



გაითვალისწინეთ, რომ მაგალითი ნაჩვენებია Microsoft Outlook-ის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ სხვა საფოსტო კლიენტს, შესაძლებელია სახელები/გვერდები იყოს განსხვავებული, მაგრამ ზემოთ მოყვანილი მაგალითის გათვალისწინებით, ვიმედოვნებთ, არ გაგიჭირდებათ დაკონფიგურირება.

დომენის პარკირება

დომენის პარკირების ფუნქცია გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ახალი დომენის მიბმა უკვე არსებულ საიტზე.
მაგალითისთვის: ვთქვათ, თქვენ გაქვთ 2 დომენი: satesto.ge და meoresatesto.ge და გსურთ, რომ ნებისმიერ მათგანზე შესვლის დროს, გაიხსნას ერთიდაიგივე საიტი. ამისათვის უნდა შეიძინოთ ჰოსტინგი ერთერთი მათგანისათვის, ხოლო მეორეს დასამატებლად გამოიყენოთ   Domains Pointer  ფუნქცია. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე http://bill.serv.ge/knowledgebase.php?action=displayarticle&id=4

MySQL მონაცემთა ბაზის შექმნა

1) Direct Admin-ში შესვლის შემდეგ, DataBases მენიუში, აირჩიეთ MySQL Databases;
2) New Database ველში ჩაწერეთ მონაცემთა ბაზის სასურველი სახელი და დააჭირეთ Create Database. გადახვალთ ახალ გვერდზე, სადაც უნდა დააჭიროთ Go Back;
3) ახლა უნდა შექმნათ მონაცემთა ბაზის მომხმარებელი:
  3.1. Username ველში აირჩიეთ მომხმარებლის სასურველი სახელი;
  3.2. Password ველში მიუთითეთ სასურველი პაროლი;
  3.3. Password (Again) ველში კიდევ ერთხელ მიუთითეთ იგივე პაროლი;
  3.4. დააჭირეთ Create User. გადახვალთ ახალ გვერდზე, სადაც უნდა დააჭიროთ Go Back;
4) ამის შემდეგ, შექმნილი მომხმარებელი უნდა "მიაბათ" უკვე შექმნილ მონაცემთა ბაზასთან. Add user to Database -ს ქვემოთ, User ველში, აირჩიეთ მომხმარებლის სასურველი სახელი, Database ველში აირჩიეთ მონაცემთა ბაზის სასურველი სახელი და დააჭირეთ Add. გადახვალთ ახალ გვერდზე, სადაც უნდა მიანიჭოთ შესაბამისი პრივილეგიები და დააჭიროთ Make Changes. გადახვალთ კიდევ ერთ გვერდზე, სადაც უნდა დააჭიროთ Go Back.

გაითვალისწინეთ, რომ ერთიდაიგივე მომხმარებელი შეგიძლიათ მიაბათ რამდენიმე სხვადასხვა ბაზასთან.